ფეხბურთი

13:23 | 19.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერის ვიზიტი "დინამოს" სტადიონზე

18 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერ კახი კალაძესთან, თბილისის მერ დავით ნარმანიასთან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან და თბილისის მერიის "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" უფროს კახაბერ გვანცელაძესთან ერთად რეაბილიტირებული "დინამო არენა" დაათვალიერა.

„ჩვენს ქვეყანას ექნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტადიონი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გაკეთებული რემონტი, შეცვლილია ყველაფერი და მზად ვართ, ღირსეულად ვუმასპინძლოთ "ბარსელონა"-"სევილიას" მატჩს, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და უეფას სუპერთასის მატჩის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელ კახი კალაძესა და თბილისის მერიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს გასამართი უეფას სუპერთასის მატჩისთვის „დინამო არენას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარით ფინანსდება. სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ მიერ შემუშავებული პროექტი ითვალისწინებს სტადიონზე ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემების, პლასტმასის სკამების სრულად შეცვლას და სხვა სარემონტო სამუშაოებს.

ამ ეტაპზე "დინამო არენას" რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ფაზაშია. თბილისი უეფას სუპერთასის მატჩის ღირსეული მასპინძლობისთვის მზად არის.

ტექნოლოგიური განვითარების ფონდი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119515