ფეხბურთი

16:50 | 17.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" "საბურთალოს" მეკარე დაიმატა

საქართველოს უმაღლესი ლიგის დებიუტანტ "საბურთალოს" რიგები მეკარე ლაზარე კუპატაძემ დატოვა. ამის შესახებ თბილისური გუნდის ვებგვერდი წერს. 19 წლის კიპერი დამდეგ სეზონს თბილისის "ლოკომოტივში" გაატარებს, რომლის ღირსებასაც იჯარის წესით დაიცავს.

კუპატაძემ გასულ სეზონში პირველ ლიგაში "საბურთალოს" ღირსება 7 შეხვედრაში დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.38066