ფეხბურთი

11:22 | 17.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

არველაძემ დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა (VIDEO+PHOTO)

ქართველი სპეციალისტის შოთა არველაძის დებიუტი “ტრაბზონსფორის” მთავარი მწვრთნელის რანგში წარმატებული აღმოჩნდა.

თურქებმა არველაძის მეთაურობით ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ლუქსემბურგის გუნდი “დიფერდანჟი” “ჰუსეინ ავნი აკერიზე” მიიღო და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. (VIDEO)

მატჩის ერთადერთი გოლი მეჰმეთ ეკიჩიმ 44-ე წუთზე გაიტანა. თურქმა საჯარიმო დარტყმის დროს ბურთი მეკარის შორეულ კუთხეში ჩაახვია.

მომდევნო შეხვედრას “ტრაბზონი” სტუმრად ლუქსემბურგში 23 ივლისს ჩაატარებს.

0.2602