ფეხბურთი

20:58 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-დან ყველაზე ძვირად გახსვისებული ფეხბურთელები

იტალიის ჩემპიონ ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელის არტურო ვიდალის მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია. ჩილელი ნახევარმცველის სატრანფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს. ეს კი სერია A-დან გასხვისებულ ფეხბურთელთა შორის სიძვირით მე-10 შედეგია.

თავის დროზე ყველაზე ძვირად იტალიის ჩემპიონატი ფრანგმა ზინედინ ზიდანმა დატოვა, რომელიც იმავე "იუვენტუსიდან" მადრიდის "რეალს" 2001 წელს 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ეს ციფრი კარგა ხანს მსოფლიოს მასშტაბით სარეკორდო იყო.

წარმოგიდგენთ იტალიის სერია A-დან ყველაზე ძვირად გაყიდულ 10 ფეხბურთელის ჩამონათვალს:

1. ზინედინ ზიდანი - "იუვენტუსიდან" "რეალში", 75 მილიონი ევრო, 2001 წელი

2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - "ინტერიდან" "ბარსელონაში", 66 მილიონი, 2009 წელი (46 მილიონს + სამუელ ეტოო)

3. რიკარდო კაკა - "მილანიდან" "რეალში", 65 მილიონი, 2009 წელი

4. ედინსონ კავანი - "ნაპოლიდან" "პარი სენ ჟერმენში", 64.5 მილიონი, 2013 წელი

5. რონალდო - "ინტერიდან" "რეალში", 45 მილიონი, 2002 წელი

6. ანდრეი შევჩენკო - "მილანიდან" "ჩელსიში", 43 მილიონი, 2006 წელი

7. ხუან სებასტიან ვერონი - "ლაციოდან" "მანჩესტერში", 42 მილიონი, 2001 წელი

8. ტიაგო სილვა - "მილანიდან" "პარი სენ ჟერმენში", 42 მილიონი, 2012 წელი

9. ხავიერ პასტორე - "პალერმოდან" "პარი სენ ჟერმენში", 42 მილიონი, 2011 წელი

10. არტურო ვიდალი - "იუვენტუსიდან" "ბაიერნში", 40 მილიონი, 2015 წელი (ოფიციალურად ჯერ არ გადასულა)

თეგებისერია ა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109088