ფეხბურთი

15:15 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო არენაზე” პლასტმასის სკამების გამოცვლა დასრულდა

როგორც სსიპ “ტექნოლოგიური განვითარებიას ფონდი” იუწყება, “დინამო არენაზე” პლასტმასის სკამების გამოცვლა დასრულდა. სტადიონზე 53 000 სკამი დამონტაჟდა. აქედან 500-500 VIP ლოჟისა და მოწვეული სტუმრებისთვისაა განკუთვნილი, დანარჩენი კი რიგითი მაყურებლებისთვის.

ამ ეტაპისთვის დამონტაჟებულია 116 ტურნიკი, განათებისა და გახმოვანების სისტემები. დასრულდა ტრიბუნების შეღებვა, ხოლო დასრულების პროცესშია დოპინგ-კონტროლისთვის განკუთვნილი ოთახებისა და ე.წ. სკაი-ბოქსების კეთილმოწყობა. ასევე დასრულდა უეფას წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი სამივე ოფისის რემონტი.

“ტექნოლოგიური განვითარების ფონდის” მიერ შემუშავებული პროექტი გულისხმობს ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემების, პლასტმასის სკამების სრულად შეცვლასა და სხვა სარემონტო სამუშაოებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100834