ჭადრაკი

23:35 | 15.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას მოულოდნელი მარცხი

ფოთში მიმდინარე ნანა ალექსანდრიას თასის უმთავრესმა ფავორიტმა ბაადურ ჯობავამ (2693) მოულოდნელი მარცხი განიცადა. პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა მოჭადრაკემ მე-4 ტურში შავი ფიგურებით სომეხ ჰაიკ ვარდანიანთან (2301) წააგო და 2.5 ქულით მე-15 ადგილამდე დაქვეითდა.

მასპინძელთაგან საუკეთესო შედეგი დავით მაღალაშვილს (2515) გააჩნია, რომელმაც თეთრებით სომეხ სურენ პოღოსიანს (2273) მოუგო და 7.5 ქულით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. 3-3 ქულა გააჩნიათ ლუკა პაიჭაძეს (2566) და ირაკლი ბერაძეს (2375), რომელთაც, შესაბამისად, მე-8 და მე-14 ადგილები უკავიათ.

ნანა ალექსანდრიას თასის ერთპიროვნული ლიდერი სომეხი ვაჰე ბაღდასარიანია, რომელმაც ოთხივე გასული პარტიის მოგება მოახერხა.

მე-5 ტურში ამ პარტიებს გამოვარჩევთ: ზუბოვი (უკრაინა, 2615)-ბაღდასარიანი, შაჰინიანი (სომხეთი, 2451)-მაღალაშვილი, პაიჭაძე-მიკაელიანი (სომხეთი, 2436), სივუკი (უკრაინა, 2463)-ბერაძე, ჯობავა-კეკელიძე (2426).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113093