ფეხბურთი

16:54 | 14.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" სანდოხაძე დაიმატა

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარი "სამტრედია" ახალი სეზონის წინ გაძლიერებას განაგრძობს. როგორც worldsport.ge-სთვის გახდა ცნობილი, იმერული გუნდის ღირსებას ამიერიდან თბილისის ლოკომოტივის" მცველი ნიკა სანდოხაძე დაიცავს. ფეხბურთელი გუნდთან ერთად თურქეთში დღეს გაემგზავრა, სადაც "სამტრედია" წინასასეზონო შეკრებას გაივლის.

21 წლის სანდოხაძე "ლოკომოტივს" 2014 წლის ზამთარში ქუთაისის "ტორპედოდან" შეუერთდა. გასულ სეზონში კი პირველ ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა. სანდოხაძეს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში თავის დროზე გია ცეცაძის ხელმძღვანელობით უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112874