ფეხბურთი

22:20 | 12.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პერტიას გამარჯვება, სირბილაძის მარცხი

ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-18 ტურში “ილვესმა” შინ 1:0 დაამარცხა “კუპსი”, რომლის შემადგენლობაში ირაკლი სირბილაძემ სრულად ითამაშა. ფინეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში “კუპსი” 20 ქულით მე-7 ადგილზეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგაში სიკმა შინ 1:0 დაამარცხა კტპ, რომლის განაცხადში მყოფ გიორგი ოსიტაშვილის თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. კტპ 15 ქულით მე-11 ადგილზეა.

ლატვიის ჩემპიონატის მე-14 ტურში თამაზ პერტიას რიგის “სკონტომ” შინ 2:1 დაამარცხა “სპარტაკსი”. გამარჯვებულებს ტრავმის გამო ვერ ეხმარება ლევან მახარაძე. ლატვიის 7 გუნდიან ჩემპიონატში “სკონტო” 21 ქულით მე-3 ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ “ლიეპაიას”.

ამერიკის NASL-ის ჩემპიონატის მე-2 ტურში “სან ანტონიომ” შინ 3:0 დაამარცხა “ტამპა ბეი”. გამარჯვებულთა შორის სათადარიგო იყო ზურაბ ცისკარიძე. 11 გუნდიან ჩემპიონატში “სან ანტონიო” 3 ქულით მე-6 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114714