ფეხბურთი

9:14 | 12.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა მიხეილ მესხის სახელობის სალაროებში დაიწყო. ვაკის პარკიდან შეკრებილი გულშემატკივრები უკვე დაიძრნენ სტადიონის სალაროებისკენ. ადგილზე სიტუაციას აკონტროლებს საპატრულო პოლიცია, მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები. ჯერჯერობით რაიმე დაპირისპირებას გულშემატკივრებს შორის ადგილი არ ჰქონია.

0.101285