ფეხბურთი

23:22 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების "ორჰუსი" "ოლბორგთან" დამარცხდა

საფეხბურთო კლუბებმა მოსამზადებელი ეტაპი დაიწყეს და ამხანაგურ მატჩებს მართავენ. დღეს რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის კლუბმა ითამაშა.

“ოლბორგმა” ამხანაგურ შეხვედრაში 2:0 დაამარცხა “ორჰუსი”, რომლის სასტარტო შემადგენლობაში მათე ვაწაძემ და დავით სხირტლაძემ ითამაშეს. ვაწაძე მე-80, სხირტლაძე კი - 61-ე წუთზე შეცვალეს.

“ზანდჰაუზენმა” ამხანაგურ მატჩში 2:1 დაამარცხა “ფრაიბურგი”, რომლის შემადგენლობაში ლუკას ჰუფნაგელს არ უთამაშია.

მოსკოვის “სპარტაკმა” ამხანაგურ მატჩში 3:1 დაამარცხა “სენტ გალენი”. რუსული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა ჯანო ანანიძე. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 79-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

0.113154