ფეხბურთი

21:43 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" პირველი სპარინგი მოიგო

დამდეგი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს უმაღლესი ლიგის ბინადარი "სამტრედია", რომელიც ქვედა ლიგაში დაქვეითებულ და 2004 წლის საქართველოს ჩემპიონ თბილისის "ვიტ ჯორჯიას" გაეჯიბრა. მცხეთაში გამართული მატჩი იმერელთათვის პირველი სპარინგი გახლდათ და იგი გია ცეცაძის გუნდმა წარმატებით დაასრულა.

მატჩის ერთადერთი გოლი კი მეორე ტაიმის დასაწყისში, 48-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა.

"სამტრედია" მომდევნო ამხანაგურ მატჩს უკვე თურქულ შეკრებაზე ჩაატარებს, სადაც 12 ივლისს გაემგზავრება. თურქეთში სამტრედიელები 4 ამხანაგურ მატჩს გამართავენ, რომელთაგანაც ერთი იქაური სუპერლიგის წარმომადგენელი იქნება, ერთი კი აზერბაიჯანული გუნდი გახლავთ. დანარჩენი ორი მეტოქე კი ჯერჯერობით უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116632