სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

21:59 | 8.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ცხინვალი" და "ბოტოშანი" - ისტორიაში შესვლამდე 90 წუთია დარჩენილი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უეფას ევროპა ლიგაზე 9 ივლისს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართება. ევროსარბიელის დებიუტანტი "ცხინვალი" თბილისში "მიხეილ მესხის" სტადიონზე რუმინულ "ბოტოშანს" უმასპინძლებს. ამ გუნდთა პირველი დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ამ ანგარიშმა კი წყვილში მცირე უპირატესობა ქართულ გუნდს მიანიჭა. კახა კაჭარავას გუნდმა რუმინეთში დაცვითი ტაქტიკით ითამაშა, რამაც საბოლოო ჯამში გაამართლა. როგორც თავად ცხინვალელთა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისში მისი გუნდი შუეტევს, რადგან დაცვაში ჩაჯდომა შესაძლოა, მის გუნდს ძვირად დაუჯდეს. მასპინძელთა მთავარი კოზირი 21 წლის ფორვარდი ნიკა კაჭარავაა, რომელმაც პირველ რაუნდში ჩინებული გოლი გაიტანა და საერთოდაც, კარგ ფორმაში იმყოფება. შემადგენლობის მხრივ კაჭარავა საკადრო პრობლემებს არ უჩივის და მის ხელთარსებული ფეხბურთელები მწყობრში არიან. "ცხინვალს" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვების გარდა, ნულოვანი ფრეც დააკმაყოფილებს.

"ცხინვალის" მსგავსად ევროტურნირების დებიუტანტია "ბოტოშანიც". მათმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონტინ გროზავუმ თქვა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აქვს, თუმცა ისინი საპასუხო მატჩში მოედანზე გასვლას შეძლებენ. რუმინელმა სპეციალისტმა ისიც დაამატა, რომ მისი გუნდი თბილისში წასაგებად არ ჩამოსულა და მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ამასთან, გროზავუმ გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდა.

"ბოტოშანი" რუმინეთის მთავარ ლიგაში მხოლოდ ორი წელია ასპარეზობს და "ცხინვალის" არ იყოს, დიდი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

კახა კაჭარავა ("ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი): "ბოტოშანი" კარგად დაბალანსებული, მებრძოლი გუნდია და ადვილი თამაში არ გველის. ისინი ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ.

რა თქმა უნდა, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და დაცვითი ფეხბურთის თამაშს არ ვაპირებთ. მთავარია დისციპლინა დავიცვათ მოედანზე და ჩვენი გეგმები შევასრულოთ. მინდა ვთქვა, რომ შემტევი სტილითაც შეიძლება მოგება.

მე ახალგაზრდული გუნდი მყავს. ამ ბიჭებმა მოიპოვეს გასულ სეზონში ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება და მინდა სწორედ მათ მივცე ამ ტურნირზე თავის გამოჩენის შანსი.

შემადგენლობაში ძირეულ ცვლილებებს არ ვგეგმავ. სახლის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მოტივირებულები ვართ და შევეცდებით მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. მინდა გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ მოვიდნენ სტადიონზე, დასწრება თავისუფალია, მაგრამ 3 ლარიანი ბილეთის შეძენის შემთხვევაში თანხა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადაერიცხებათ. გვინდა, რომ იმ ადამიანებს მცირედით გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ".

ლეონტინ გრუზავუმ მათი მეტოქე შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ "ბოტოშანის" მიზანი ერთადერთია - შემდეგ ეტაპზე გასვლა.

ლეონტინ გროზავუ ("ბოტოშანის" მთავარი მწვრთნელი): "მიხარია აქ რომ ვარ. "ცხინვალი" ძალიან კარგი გუნდია. ჩემთვის პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩვენგან დიდი ანგარიშით მოგებას მოელოდნენ, მაგრამ ევროპაში სუსტი გუნდები აღარ არსებობენ.

პირველი შეხვედრის შედეგი ჩვენს მეტოქეს უპირატესობას ანიჭებს, მაგრამ საბრძოლვევლად მზად ვართ, რადგან აქ მხოლოდ მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ჩამოვედით. იმედი მაქვს, სტადიონზე ბევრი ხალხი მოვა და ისინი სანახაობრივ ფეხბურთს იხილავენ.

ჩემი გუნდი იმ ტაქტიკით ითამაშებს, რის საშუალებასაც თამაშის მიმდინარეობა მოგვცემს".

მოკლედ, ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ადვილ მატჩს არ მოელის, თუმცა გამარჯვებისთვის არიან შემართულნი. ფაქტი ერთია - რომელი გუნდიც არ უნდა გამოვიდეს ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული, ის ისტორიაში შევა. აქამდე ხომ "ცხინვალსა" და "ბოტოშანს" ევროსარბიელზე არ უთამაშიათ...

"ცხინვალისა" და "ბოტოშანის" შეხვედრა 9 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გეგმავს.

მატჩს ბულგარელი მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი ნიკოლაი იორდანოვი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.281284
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X