ფეხბურთი

20:08 | 6.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსა" და ამჯერად ვერატი...

კატალონიის "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებამდე კანდიდატები ქულების დაწერას სხვადასხვა ფეხბურთელების შეძენაზე საუბრით აპირებენ. ერთ-ერთი კანდიდატი ტონი ფრეიჩა მისი გამარჯვების შემთხვევაში "კამპ ნოუზე" ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის მიყვანას ეცდება.

როგორც კატალონური გამოცემა "სპორტი" იტყობინება, იგი ვერატის აგენტ დონატო დი კამპლის შეხვდა და ფეხბურთელის "ბარსაში" შესაძლო გადასვლაზე ესაუბრა.

ვერატი პსჟ-ში 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობს და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევა.

0.11346