ფეხბურთი

16:54 | 2.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სხირტლაძე თავის შანსს ელის

დანიის “ორჰუსის” თავდამსხმელი დავით სხირტლაძე იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონში სუპერლიგაში თავის გამოჩენის შანსი ექნება.

“გუნდში ჩემი დამკვიდრების შანსია ისეთივეა, როგორც სხვა მოთამაშეების. გასულ სეზონში შანსი მივიღე, როდესაც ზედიზედ სამჯერ ვითამაშე. იმ მატჩებმა აჩვენა, რომ თავის სათანადოდ წარმოსაჩენად მზად ვარ. თუ შესაძლებლობა ამჯერად არ მექნება, მოგვიანებით მომეცემა”, – იუწყება ქართველი ფეხბურთელის სიტყვებს ინტერნეტპორტალი bold.dk-ი.

განვლილ სეზონში, 22 წლის სხირტლაძემ დანიის პირველ დივიზიონში 18 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116619