ფეხბურთი

0:25 | 2.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა კაჭარავა: "ჩემი გუნდი მოტივირებულია"

საფეხბურთო კლუბი ცხინვალის “ცხინვალი” რუმინეთის ქალაქ ბოტოშანში იმყოფება. მატჩის წინა დღეს ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ “ბოტოშანის” სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა. აღნიშნული პრესკონფერენციის შესახებ ინფორმაცია “ცხინვალის” პრესსამსახურმა გაავრცელა.

რამდენად კარგად იცნობთ “ბოტოშანის” სუსტ და ძლიერ მხარეებს?

ვნახე ბოტოშანის რამდენიმე თამაში, მათ შორის სამი რუმინეთის ჩემპიონატის მატჩი და ბოლო ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც თქვენმა გუნდმა “კრასნოდარი” დაამარცხა. “ბოტოშანის” ფეხბურთელები ფიზიკურად ძლიერები არიან და მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე ბოლომდე იბრძვიან. გარდა ამისა თქვენი გუნდი საკმაოდ ორგანიზებული და დისციპლინირებულია.

რას იტყვით საკუთარი გუნდის შესახებ. რის ხარჯზე შეგიძლიათ “ბოტოშანთან” წარმატების მიღწევა?

ჩემი გუნდი საკმაოდ ახალგაზრდულია. აქ ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ევროტურნირებზე პირველად ითამაშებს. ჩემი ფეხბურთელები ტექნიკურები არიან და ყველა თამაშში შესაძლებლობების მაქსიმალურ გამომჟღავნებაზე ზრუნავენ, ყველაფერი კი უშუალოდ თამაშის დროს გაირკვევა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ კახა კაჭარავამ ფეხბურთელები სტადიონ "მუნისიპალზე" ავარჯიშა, 2 ივლისს კი ამავე სტადიონზე "ცხინვალი" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს.

შეგახსენებთ "ბოტოშანისა" და "ცხინვალის" მატჩი 2 ივლისს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123371