ჭადრაკი

23:07 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდა

ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ქართული გრან-პრის მეორე ეტაპზე ქალთა შორის, ხუთიდან ხუთი გამარჯვებით ერთპიროვნულად დაწინაურდა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული, ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი ბელა ხოტენაშვილი.

ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩებიან საერთაშორისო დიდოსტატები: სალომე მელია და ნინო მაისურაძე.

მომდევნო, მეექვსე ტურში საინტერესო იქნება: ხოტენაშვილი-მაისურაძის და გვეტაძე-მელიას დაპირისპირება.

ასპარეზობის საპრიზო ფონდი 1000 ლარს შეადგენს, რომელიც შემდეგნაირად განაწილდება: I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი.

0.138145