ფეხბურთი

13:27 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კრესპო “მოდენას” მწვრთნელია

ახლო წარსულში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ერნან კრესპო ახალი სეზონიდან იტალიის სერია B-ს ბინადარ “მოდენას” მთავარი მწვრთნელი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია “მოდენას” ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. კრესპო ახალ გუნდში თავის საქმიანობას 5 ივლისიდან შეუდგება. კონტრაქტი კი ერთწლიანი გახლავთ.

გასულ სეზონში არგენტინელი “პარმას” ახალგაზრდულ გუნდს ედგა სათავეში და “მოდენა” პროსფესიონალურ სამწვრთნელო კარიერაში მისთვის პირველი გუნდი იქნება.

Loading...
სტატისტიკა
0.243748