ფეხბურთი

16:20 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის “დინამომ” ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ბათუმის “დინამოს” “ფეისბუქის” გვერდის ინფორმაციით, 29 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან გულშემატკივრებს “ომონიას” წინააღმდეგ 2 ივნისს ზესტაფონში გასამართი ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება. ბათუმის მასშტაბით ბილეთები საქართველოს ფოსტის პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში გაიყიდება.

დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნაზე ბილეთის ფასი 4 იქნება, ხოლო დასავლეთ მხარეს არსებული ადგილები 5 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

ზესტაფონში გასამართ მატჩზე დასწრებისთვის ჟურნალისტებმა აკრედიტაციის მოთხოვნა ბათუმის “დინამოს” ელექტრონულ ფოსტაზე dinamobatumi@mail.ru უნდა გაუგზავნონ. აკრედიტაციები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში 1 და 2 ივლისს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე გაიცემა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114665