ფეხბურთი

14:52 | 27.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მერანიდან” წამყვანი ფეხბურთელები წავიდნენ

საფეხბურთო კლუბი მარტვილის “მერანი” ლევან გეგეჭკორმა, კიჭი მელიავამ, დათა ციცხვაიამ, აკაკი წყაროზიამ და ნოდარ კიკნაველიძემ დატოვეს.

“მერანში” არსებული ფინანსური კრიზისის გამო, ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა კარიერის სხვა კლუბებში გაგრძელება არჩიეს.

გეგეჭკორი ქობულეთის “შუქურაში” გადავიდა. მელიავამ და ციცხვაიამ ლანჩხუთის “გურიას” მიაშურეს. დიდი ალბათობით, წყაროზია და კიკნაველიძეც ლანჩხუთელთა რიგებს დაიცავენ.

მანამდე, მარტვილიდან პაპუნა ფონიავა წავიდა, რომელიც ბათუმის “დინამოში” ითამაშებს.

მომავალ სეზონში, “მერანი” საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ახალგაზრდული გუნდით იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114697