ფეხბურთი

14:07 | 27.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ომონიას” 12 ჟურნალისტი და 100-მდე გულშემატკივარი მოჰყვება

უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამოსა” და კვიპროსის “ომონიას” შორის გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთები 4 და 5 ლარი ეღირება.

მომავალი შეხვედრა 2 ივლისს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და თბილისის დროით 20:00 საატზე დაიწყება. 4-ლარიანი ბილეთის მფლობელი აღმოსავლეთ ტრიბუნაზე დაჯდება, ხოლო 5-ლარიანის – დასავლეთზე.

კვიპროსელები ჩარტერული რეისით ქალაქ ქუთაისში 30 ივნისს დღის მეორე ნახევარში ჩაფრინდებიან. წინასწარი ინფორმაციით, მათ 12 ჟურნალისტი და 100-მდე გულშემატკივარი ჩამოჰყვებათ.

თამაშამდე “ომონიას” ვარჯიში დახურული იქნება. გუნდები მატჩამდე პრესკონფერენციას პირველ ივლისს 19:45 საათზე ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ “ომონიაში” საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე გამოდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112886