ფეხბურთი

17:08 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 17-წლამდელები ფინალს მიღმა ყვითელმა ბარათმა დატოვა

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გოჩა ავსაჯანიშვილი წვრთნის, ყაზახეთში “პრეზიდენტის თასზე” B ჯგუფში აზერბაიჯანელ თანატოლებთან 0:0 ითამაშა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

მატჩი გუნდებმა შემდეგი შემადგენლობებით ჩაატარეს:

საქართველო: გუგეშაშვილი, ნიკოლეიშვილი, ასათიანი, ქაფიანიძე, ვირუბოვი, ხარაბაძე, ნინუა, ქიმერიძე (ბარაბაძე. 41, სპანდერაშვილი 60), ჩაკვეტაძე, ქავთარაძე, ლურსმანაშვილი.

აზერბაიჯანი მ.ჰუსეინოვი, სეილოღლი, ჰასანოვი (ა.ჰუსეინოვი), ასადოვი, გადირზადე, ნაბიევი, გულერი, გასიმოვი (მეხდიევი), გარაევი, მულტარლი, ოკსუზი (გასიმლი).

საქართველომ და აზერბაიჯანმა თანაბარი ქულები დააგროვეს, გატანილ-გაშვებული ბურთების სხვაობაც ერთნაირი ჰქონდათ, მაგრამ აზერბაიჯანელებს 3 ყვითელი ბარათი აღმოაჩნდათ, ხოლო ქართველებს – 4 და ამიტომ, ფინალში აზერბაიჯანი გავიდა.

“ძალიან ცუდია, რომ გამარჯვებული ყვითელი ბარათების მიხედვით გამოვლინდა. მაგრამ რას ვიზამთ? კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ მატჩი პენალტების სერიით დასრულებულიყო. მსაჯმა იცოდა, რომ სავარაუდოდ, ყველაფერი ბარათებით გადაწყდებოდა და მატჩს მკაცრად არ სჯიდა. თუმცა, გაბრაზებული ნამდვილად არ ვარ. ყველაფერი წინ გვაქვს”, - განაცხადა თამაშის მერე ავსაჯანიშვილმა.

აზერბაიჯანთან მატჩამდე, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში რუსეთისა (2:0) და ბელორუსის (2:1) ნაკრებებს მოუგო. მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში ქართველები ყაზახეთ-ტაჯიკეთს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. მატჩი 26 ივნისს შედგება.

0.152212