ფეხბურთი

14:36 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძე ტრავმირებულია, “ფლორა” შვედებთან დამარცხდა

პოლონეთის ექსტრაკლასის კლუბმა “იაგიელონიამ” ამხანაგურ მატჩში 4:0 დაამარცხა “ზაგლებიე”. “იაგიელონიას” მთავარ მწვრთნელ მიხაელ პრობიერცის განცხადებით, ნიკა ძალამიძეს ფეხის მცირე დაზიანების მიზეზით არ უთამაშია.

შეგახსენებთ, “იაგიელონია” ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “კრუოხას” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 2 ივლისს ლიტვაში გაიმართება, საპასუხო კი ერთი კვირის შემდეგ პოლონეთში.

“ფლორა” ამხანაგურ მატჩში შვედურ “ნორჩოპინგთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ესტონური კლუბის სასტარტო შემადგენლობაში რუსეთის მოქალაქე ირაკლი ლოგუა მოხვდა, რომელიც 61-ე წუთზე შეცვალეს. მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა “ფლორას” შემტევმა ზაქარია ბეგლარიშვილმა.

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “ფლორას” მეტოქედ “რაბოტნიჩკი” ერგო. პირველი მატჩი 2 ივლისს ესტონეთში შედგება, საპასუხო კი 9 ივლიის მაკედონიაში.

შეგახსენებთ, ესტონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში “ფლორა” 31 ქულით მესამე ადგილზეა. ესტონეთის ჩემპიონატში 10 გუნდი მონაწილეობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112811