ფეხბურთი

14:20 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ირაკლისს” აბურჯანია სურს, “ანორთოსისი” წინააღმდეგია

საბერძნეთის სუპერლიგაში წელს დაწინაურებულ “ირაკლისს” ფამაგუსტას “ანორთოსისიდან” გიორგი აბურჯანიას გადაბირება სურს, მაგრამ, კვიპროსულ კლუბს 21 წლის ქართველი ფეხბურთელის გაშვება არ უნდა.

ინტერნეტპორტალ protathlima.com-ის ინფორმაციით, აბურჯანიას შეძენა “ირაკლისის” მთავარ მწვრთნელს ნიკოს პაპადოპულოსს სურს, რომელსაც მიაჩნია, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი მის გუნდს სარგებელს მოუტანს.

თავის მხრივ, “ანორთოსისი” აცხადებს, რომ თუ ბერძნებს აბურჯანიას თავის რიგებში ხილვა უნდათ, პირველ ყოვლისა კლუბის ხელმძღვანელობას უნდა დაუკავშირდეს.

“ფეხბურთელს “ანორთოსისთან” კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონი აკავშირებს. თუ გუნდს აბურჯანიას შეძენა უნდა, ჩვენ უნდა დაგვიკავშირდნენ. ეს არ გაუკეთებიათ, არადა, მოთამაშე “ანორთოსისს” ეკუთვნის”, - ნათქვამია “ანორთოსისის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118822