ფეხბურთი

16:41 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია" ბაზალეთში მოემზადება

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარი საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" დღეს ბაზალეთში შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც იმერული გუნდი 2 კვირა დარჩება. როგორც "მსოფლიო სპორტისთვის" გახდა ცნობილი, ბაზალეთიდან დაბრუნების შემდგომ "სამტრედია" მეორე შეკრებაზე გაემგზავრება, ამჯერად თურქეთში.

სამტრედიელთა შემადგენლობაში გასულ სეზონთან შედარებით ძირეული ცვლილებებია. გუნდში გადახალისება მიმდინარეობს. ორი დღის წინ მათ რამდენიმე ახალ ფეხბურთელთან ერთად ახალი სამწვრთნელო შტაბიც წარადგინეს გია ცეცაძის ხელძღვანელობით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117068