ფეხბურთი

17:05 | 23.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“პრეზიდენტის თასზე” 17-წლამდელებმა მეორე მატჩიც მოიგეს

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გოჩა ავსაჯანიშვილი ხელმძღვანელობს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე “პრეზიდენტის თასზე” B ჯგუფში მეორე შეხვედრაში ბელარუსებს 2:1 აჯობა.

მატჩის მე-16 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის პასით ნუგზარ სპანდერაშვილმა პირველი გოლი გაიტანა. ერთ წუთში ბელარუსმა კაზაკოვმა თანაფარდობა აღადგინა. 58-ე წუთზე, ლევან ხარაბაძემ საბოლოო წერტილი დასვა.

მომდევნო შეხვედრას ქართველები 25 ივნისს აზერბაიჯანელ თანატოლებთან ჩაატარებენ.

განვლილი შეხვედრა გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ჩაატარეს:

საქართველო: გუგეშაშვილი, ვირუბოვი (კიკალიშვილი, 9), ასათიანი, ქაფიანიძე, ხარაბაძე, ბარაბაძე (ნიკოლეიშვილი, 23), ნინუა, ქიმერიძე (ოზბეთელაშვილი, 41), ჩაკვეტაძე (კოპლატაძე, 53), ქავთარაძე, სპანდერაშვილი (ლურსმანაშვილი, 75)

ბელარუსი: სვირსკი, პილოპოვეცი, ბასარია, კაზაკოვი, ლომაძე (ალშანიკი, 37) (ფისიუკი, 60), ლაპუნი, პილეცი (ხლებოსოლოვი, 41), შევჩენკო (კალინეიკო, 54), ქსენოფონტოვი, სერგუნი, მალკელიჩი (სტაროსტინი, 50)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112296