ფეხბურთი

13:16 | 23.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" ახალწვეულები წარადგინა

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარმა "სამტრედიამ" ახალი ფეხბურთელები წარადგინა. იმერული გუნდის ღირსებას მომავალ სეზონში გაბრიელ თებიძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დაჩი ცნობილაძე, გივი იოსელიანი, ავთო ენდელაძე, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ლაშა ღონღაძე, დავით რაჟამაშვილი, ირაკლი სიხარულიძე, ჯემალ გოგიაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ალექსანდრე კვარაცხელია, დავით მთივლიშვილი დაიცავენ.

მათ გარდა, "სამტრედიამ" ახალი სამწვრთნელო შტაბიც წარადგინა. სამტრედიელებს გია ცეცაძე გაწვრთნით, რომელსაც დახმარებას გია ჭანტურია და თემურ ლორთქიფანიძე გაუწევენ.

თებიძემ გასული სეზონი ლანჩხუთის "გურიაში" გაატარა. მისივე თანაგუნდელები იყვნენ მჭედლიშვილი და ჯემალ გოგიაშვილი. იოსელიანი "სამტრედიას" ქუთაისის "ტორპედოდან" შეუერთდა, ისევე როგორც ზივზივაძე. ცნობილაძე ბოლნისის "სიონიდან", ღონღაძე და ენდელაძე კი "ზუგდიდის" რიგებში თამაშობდნენ. რაჟამაშვილი, სიხარულიძე და მთივლიშვილი კი ბოლოს "ზესტაფონში" ირიცხებოდნენ, შერგელაშვილი გია ცეცაძის გუნდს თბილისის "დინამოდან" შეუერთდა. მარკოზაშვილი კი "ცხინვალის" ფეხბურთელი იყო.

როგორც "მსოფლიო სპორტისთვის" გახდა ცნობილი, "სამტრედია" ამით სატრანსფერო კამპანიას არ ასრულებს და ახალი ფეხბურთელების დამატებას კიდევ გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10398