ფეხბურთი

20:11 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქეების წარდგენა - "ბოტოშანი"

საქართველოს ევროტურნირებზე კიდევ ერთი გუნდი "ცხინვალი" წარადგენს. კახა კაჭარავას გუნდის მეტოქე ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კი რუმინული "ბოტოშანი" იქნება.

ეს გუნდი ცოტა ხნის წინათ, 2011 წელს დაარსდა. ასაკის გამო კლუბი განსაკუთრებული ტრადიციით თავს ვერ იწონებს. ევროსარბიელზეც წლეულს პირველად ითამაშებს. ისიც მხოლოდ, იმიტომ, რომ სატურნირო ცხრილში მოწინავე პოზიციაზე რამდენიმე რუმინულმა კლუბმა უეფას ლიცენზია ვერ მიიღო.

გასული სეზონი "ბოტოშანმა" 47 ქულით მხოლოდ მე-8 ადგილზე დაასრულა. მათი მთავარი მწვრთნელი რუმინელი ფლორიან გროზავუ გახლავთ, რომელიც ამ გუნდში 2014 წლის იანვრის თვიდან მოყოლებული მუშაობს. საუკეთესო ბომბარდირი კი ლასლო ჰადნაჯი გახდა, რომელმაც რუმინეთის ჩემპიონატში თავი 9-ჯერ გამოიჩინა.

"ბოტოშანი" არც ლეგიონერთა განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა და შემადგენლობის ძირითადი ბირთვი რუმინელი მოთამაშეებისგანაა დაკომპლექტებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112814