ფეხბურთი

21:28 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სტოკმა” ჩარლი ადამს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ჩარლი ადამმა “სტოკ სიტისთან” კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2017 წლის ივლისამდე დარჩება. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ორი სეზონის შემდეგ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შოტლანდიელი “ბრიტანია სთედიუმზე” კიდევ ერთი სეზონით დარჩება.

ჩარლი ადამმა გასულ სეზონში მთელ მსოფლიოს თავი ლონდონის “ჩელსის” კარში შორი მანძილიდან გატანილი გოლით გააცნო. შემტევმა 2014-2015 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114673