ფეხბურთი

21:32 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვალდიფიორი "ნაპოლიში" ითამაშებს

იტალიური "ემპოლის" ნახევარმცველი მირკო ვალდიფიორი ახალი სეზონიდან "ნაპოლის" ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ დარწმუნებით იუწყება ავტორიტეტული გამოცემა "გაძეტა დელო სპორტი". ამავე წყაროს ინფორმაციით, ვალდიფიორის სანაცვლოდ "ემპოლი" 5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად ფეხბურთელი 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 800 ათას ევროს აიღებს. "გაძეტას" ცნობით, ტრანსფერი 20 ივნისს გაოფიციალურდება.

ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარი დაინიშნა, რომელიც ვალდფიორის "ემპოლიში" ავარჯიშებდა.

ლევან მჭედლიძის თანაგუნდელმა გასულ სეზონში სერია A-ში 36 მატჩი ჩაატარა, ხოლო წამრატებული თამაშით ანტონიო კონტეს ყურადღებაც მიიქცია, რომელმაც 29 წლის მოთამაშეს იტალიის ნაკრებში თამაშის საშუალებაც მისცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113856