ფეხბურთი

13:13 | 18.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ატლეტიკოს” მოტას დაბრუნება სურს

როგორც AS იუწყება, მადრიდის “ატლეტიკო” პსჟ-ს ნახევარმცველ ტიაგო მოტას შეძენით დაინტერესდა. ფეხბურთელის აგენტი მადრიდში იმყოფება და ესპანურ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

გავრცელებული ინფორმაციით, მოტათი დაინტერესებას ასევე გამოთქვამენ მილანის “ინტერი” და “ვალენსია”.

შეგახსენებთ ტიაგო მოტა 2001-2007 წლებში “ბარსელონას” ფეხბურთელი იყო, 2007-08 წლების სეზონში კი “ატლეტიკოსთვის” ითამაშა. მას შემდეგ მოტას ლა ლიგაში არ უთამაშია.

თეგებიტიაგო მოტა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118305