ფეხბურთი

20:30 | 14.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონი” ელმოჰამედის უმიზნებს

მერსისაიდული “ევერტონის” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე “ჰალის” ნახევარმცველი აჰმედ ელმოჰამედი იქნება – იუწყება ბრიტანული გამოცემა Sunday Mirror–ი.

“კანფეტების” ხელმძღვანელობა აჰმედს აარონ ლენონის შემცვლელად განიხილავს, რომელსაც ლივერპულურ კლუბთან მოქმედი იჯარა დაუსრულდა და დიდი ალბათობით, მისი გახანგრძლივება აღარ მოხდება.

ელმოჰამედს “ევერტონთან” მოქმედი ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებს და 3.52 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.

ეგვიპტელმა მოთამაშემ დასრულებულ სეზონში 43 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.120516