ჭადრაკი

19:39 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ჩემპიონ ქართველ მოჭადრაკეებს უმასპინძლა

“თქვენ კიდევ ერთხელ დაუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონები და ჩვენ თქვენით ვამაყობთ”, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებს, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მიულოცა.

მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ ერთი-ერთი სფერო, რომელშიც ქართველი ერი განსაკუთრებით წარმატებულია, ეს ჭადრაკია.

ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობის მნიშვნელობასა და სკოლებში ჭადრაკის სწავლების დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა, რისი განხორციელებაც სექტემბრიდან იგეგმება.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ევროპის ვიცე-ჩემპიონობა მიულოცა ნინო ბაციაშვილს, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.

„მინდა, განსაკუთრებული პატივისცემით მოგესალმოთ და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება“, - მიმართა პრემიერმა მოჭადრაკეებს.

მოჭადრაკეებმა მთავრობის მეთაურს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემპიონებს დღეს სიმბოლური საჩუქრები – ჭადრაკის დაფები გადასცა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა კი პრემიერს მსოფლიო ჩემპიონის სახელობითი მაისური უსახსოვრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117497