ფეხბურთი

13:43 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ბარსამ” პედროს და ალბას კონტრაქტები გაუხანგრძლივა

კატალონიის “ბარსელონას” ინფორმაციით, კლუბმა ორ მოთამაშეს, მცველ ხორდი ალბას და შემტევ პედრო როდრიგესს კონტრაქტები გაუხანგრძლივა.

ალბა “კამპ ნოუზე” 2020 წლის ივლისამდე დარჩება, ხოლო პედრო 2019 წლის ივლისამდე. ორივე ესპანელის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონ ევროს შეადგენს.

“ბარსელონას” აკადემიის აღზრდილი პედრო მთავარი გუნდის მაისურით ჩატარებულ 318 მატჩში 98 გოლი აქვს გატანილი. ალბამ კი “ბარსაში” მესამე სეზონი ჩაამთავრა და 114 შეხვედრაში მეტოქე 7-ჯერ დაამწუხრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121645