ფეხბურთი

17:45 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფენერბახჩე” დი მატეოს მიწვევაზე ფიქრობს

45 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, რობერტო დი მატეომ, შესაძლოა, “ფენერბახჩე” ჩაიბაროს. ამ ინფორამციას თურქული Milliyet-ი ავრცელებს.

“ფენერბახჩემ”, თურქეთის ჩემპიონობისთვის გამართული ბრძოლა “გალათასარაისთან” დათმო, რასაც გუნდის მთავარი მწვრთნელის, ისმაილ კარტალის გადადგომა მოჰყვა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, “ფენერბახჩე” იურგენ კლოპისა და ვიტორ პერეირას კანდიდატურებს განიხილავდა, ახლა კი, სიას გასულ სეზონში “შალკეში” მომუშავე დი მატეოც დაემატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12224