ფეხბურთი

17:02 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე” მზადაა ვიდალი “რეალში” 40 მილიონად გაუშვას

იტალიური Corriere della Sera იუწყება, რომ ტურინის “იუვენტუსი” მზადაა გუნდის ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი გაყიდოს.

აპენინური პრესის ინფორმაციით, 28 წლის შუახაზელის შეძენით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ ვიდალი “იუვენტუსის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, “ბებერი სინიორა” მზადაა სამხრეთ ამერიკელს 40 მილიონ ევროდ შეელიოს.

არტურო ვიდალი “იუვენტუსში” 2011 წელს, “ლევერკუზენიდან” გადავიდა და ტურინელებმა მასში 10.5 მილიონი ევრო გადაიხადეს. სერია A-ში ჩატარებულ 124 თამაშში ჩილელმა 35 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114418