ფეხბურთი

12:15 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლეხი” ჩემპიონია, ძალამიძე და ფოფხაძე ევროპა ლიგაზე იასპარეზებენ

პოზნანის “ლეხი” პოლონეთის ესტრაკლასას 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებულია. გუნდმა საჩემპიონო ჯგუფის ბოლო მატჩი შინ უმოტივაციო “ვისლასთან” ფრედ 0:0 დაასრულა და მეორეადგილოსან “ლეგიას” ერთი ქულით გაუსწრო.

ნიკა ძალამიძის და გიორგი ფოფხაძის “იაგოლენიამ” ბოლო ტურში მართალია გდანსკის “ლეხია” შინ 4:2 დაამარცხა, თუმცა მაინც მესამე ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ძალამიძე მოედანზე 68 წუთი გახლდათ, ხოლო ფოფხაძე სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

პოზნანის “ლეხი” არსებობის ისტორიაში მეშვიდედ გახდა ჩემპიონი, მეორე ადგილზე ორჯერ გასულა, ხოლო მესამე ადგილზე ოთხჯერ. პოლონეთის თასი პოზნანელებმა 5-ჯერ, ხოლო სუპერთასი 4-ჯერ აღმართეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123191