ფეხბურთი

11:23 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა და განრიგი

პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი, რომელსაც ფერნანდუ სანტუში თავკაცობს და კრიშტიანუ რონალდუ კაპიტნობს, თბილისში 7 ივნისს საღამოს ჩამოფრინდა და სასტუმრო “რედისონში” დაბინავდა.

ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, 13 ივნისს პორტუგალიელები ერევანში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და სანტუშმა მომავალი მატჩისთვის მომზადება თბილისში არჩია. სხვათა შორის, ის საქართველოს დედაქალაქში მეორედაა. პირველად საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ჩამოვიდა, როდესაც ელადელებმა ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში “მიხეილ მესხზე” ქართველები 2:1 დაამარცხეს.

სანტუშმა თბილისური შეკრებისთვის 25 ფეხბურთელი შეარჩია:

მეკარეები: რუი პატრისიო (“სპორტინგი”), ბეტო (“სევილია”, ესპანეთი, ანტონიო ლოპესი (“ლიონი”, საფრანგეთი).

მცველები: სედრიკი (“სპორტინგი”), ვიეირინია (“ვოლფსბურგი”, გერმანია), ბრუნუ ალვეში (“ფენერბახჩე”, თურქეთი), ჟოზე ფონტე (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), რიკარდო კარვალიუ (“მონაკო”, საფრანგეთი), დანიელ კარისო (“სევილია”, ესპანეთი), ფაბიო კოენტრაუ (“რეალი”, ესპანეთი), ელიზეუ (“ბენფიკა”).

ნახევარმცველები: ვილიამ კარვალიუ (“სპორტინგი”), დანილო პერეირა (“მარიტიმუ”), ჟოაო მოუტინიუ (“მონაკო”, საფრანგეთი), ტიაგუ (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ადრიენ სილვა (“სპორტინგი”), ანდრე ანდრე (“გიმარაეში”), პიცი (“ბენფიკა”), ბერნარდო სილვა (“მონაკო”, საფრანგეთი).

თავდამსხმელები: დანი (“ზენიტი”, რუსეთი), კუარეჟმა (“პორტუ”), ნანი (“სპორტინგი”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, ესპანეთი), ვარელა (“პარმა”, იტალია), ედერი (“ბრაგა”).

პორტუგალიელები თბილისში 8, 9, 10 და 11 ივნისს დარჩებიან. 8 ივნისს 16:15 საათზე “მიხეილ მესხზე” ფერნანდუ სანტუში პრესკონფერენციას ჩაატარებს, ხოლო 17:00 საათზე გუნდი ივარჯიშებს.

9 და 10 ივნისს, პორტუგალიელების წვრთნა “მიხეილ მესხზე” დილას 10:30 საათზე შედგება. 11 ივნისს კი, 9:30 საათზე. ბოლო ვარჯიშის მერე სტუმრები “მიხეილ მესხზე” შემაჯამებელ პრესკონფერენციას ჩაატარებენ.

პრესკონფერენციებზე და ვარჯიშებზე ქართული მედიიდან მხოლოდ აკრედიტირებული ჟურნალისტები დაიშვებიან. ვარჯიშებზე მედიისთვის ღია მხოლოდ საწყისი 15 წუთია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125782