ფეხბურთი

10:17 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის ნაკრები თბილისშია

პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სომხეთთან 13 ივნისს ერევანში გასამართი ევროშესარჩევი მატჩისთვის თბილისში ემზადება.

კრიშტიანუ რონალდუ და მისი თანაგუნდელები საქართველოს დედაქალაქში კვირას ღამით ჩამოფრიდნენ და სასტუმრო “რედისონში” დაბინავდნენ. ფერნანდო სანტუშის შეგირდები თბილისში 11 ივნისის საღამომდე დარჩებიან და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებენ.

პორტუგალიელთა საწვრთნელი პროცესი გულშემატკივრებისთვის დახურული იქნება, მასზე დასწრებას მხოლოდ საწყისი 15 წუთით შეძლებენ აკრედიტირებული ჟურნალისტები.

0.114583