ფეხბურთი

15:19 | 4.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესმა ვერატი და სტერლინგი მოითხოვა

მადრიდის "რეალის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა კლუბის ხელმძღვანელობას პირველ რიგში ინგლისელი რაჰიმ სტერლინგისა და იტალიელი მარკო ვერატის შეძენა მოსთხოვა. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.

21 წლის სტერლინგს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და მისი საბაზრო ღირებულება 60 მილიონ ევროს აღწევს. აღსანიშნავია, რომ სტერლინგი "ლივერპულში" ბენიტესის ერთ-ერთი ბოლო შენაძენი გახლდათ, სანამ ესპანელი მერსისაიდულ გუნდს დატოვებდა.

მარკო ვერატის სახელს კი "სამეფო კლუბს" ჯერ კიდევ კარლო ანჩელოტის დროს უკავშირებდნენ. პსჟ-ს 22 წლის ნახევარმცველი თვალში ბენიტესსაც მოსდის და მადრიდული გრანდის ხელმძღვანელებს მისი შეძენა მოსთხოვა.

რაფა ბენიტესმა "რეალი" ოთხშაბათს, 3 ივნისს, სამი წლით ჩაიბარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110147