ფეხბურთი

20:37 | 3.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” კოვაჩიჩში 15 მილიონ ფუნტს იხდის

იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “ლივერპული” მზადაა მილანის “ინტერის” ახალგაზრდა ნახევარმცველში, მატეო კოვაჩიჩში 15.2 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

“ლივერპულის” მხრიდან კოვაჩიჩით დაინტერესება სიახლე არაა. მერსისაიდელებმა 21 წლის შუახაზელის შეძენა ადრეც ცადეს, მაგრამ “ნერაძურისგან” უარი მიიღეს. ამჯერად, ინგლისელებმა “ინტერს” უკეთესი პირობები შესთავაზეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ იტალიელები ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებენ, ძნელი წარმოსადგენია, ისინი 15.2 მილიონი ფუნტით მოიხიბლონ.

მატეო კოვაჩიჩი ზაგრების “დინამოდან” “ინტერში” 2013 წელს, 15 მილიონ ევროდ გადავიდა. მილანელთა მაისურით ჩატარებულ 97 შეხვედრაში მან 8 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117299