ფეხბურთი

22:57 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ “მილანს” უარი უთხრა

კარლო ანჩელოტიმ “მილანში” დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ეს ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა.

მას შემდეგ, რაც იტალიელი სპეციალისტი “რეალიდან” დაითხოვეს, მას ორი ვარიანტი ჰქოდნა – ან “მილანის” ჩაბარება, ან პაუზის აღება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება.

ბოლო დროს, ანჩელოტი ადრიანო გალიანისთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და იტალიური კლუბის ხელმძღვანელობის თქმით, ყველაფერი კარგად მიდიოდა. თუმცა, “როსონერის” ოფიციალურმა ვებგვერდმა დღეს დაადასტურა, რომ ანჩელოტი გუნდს მომდევნო სეზონში არ გაწვრთნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11268