ფეხბურთი

23:01 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების “ფლორამ” ლიდერობა დაკარგა

ესტონეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში “კალიუმ” შინ 2:0 მოუგო “ფლორას.” დამარცხებულთა შორის რუსეთის მოქალაქე ირაკლი ლოგუამ სრულად ითამაშა, 67-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. ზაქარია ბერგლარიშვილი 79-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ამ მოგებით “კალიუმ” ლიდერობა წაართვა “ფლორას. ქართველების გუნდი 31 ქულით მეორე ადგილზეა.

ესტონეთის ჩემპიონატში “კალევი” შინ “პარნუს” ეთამაშა (0:0). მასპინძელთა შორის რუსეთის მოქალაქე იგორ ჩემინავამ სრულად ითამაშა. ესტონეთის 10 გუნდიან ჩემპიონატში “კალევი” 24 ქულით მე-4 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115219