ფეხბურთი

22:03 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოსტა: “ჩელსიდან” წასვლის მიზეზი არ მაქვს”

ლონდონის “ჩელსის” ესპანელი თავდამსხმელი დიეგო კოსტა გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მას მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნება სურს. 26 წლის ფეხბურთელის თქმით, მას კლუბის გამოცვლის მიზეზი არ აქვს.

“პასუხი კითხვაზე, მინდა თუ არა დარჩენა, მარტივია. ახალ კლუბში გატარებული პირველი სეზონის დროს ბევრ პრობლემას აწყდები. თუმცა, გუნდის შეცვლის მიზეზი არ მაქვს. ეს კლუბი და მისი გულშემატკივრები მიყვარს და ისინიც იგივეთ მპასუხობენ. ყველაფერი კარგადაა.

ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ “ჩელსიში” გატარებული პირველი წლის განმავლობაში 2 ტიტული მოვიგე. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდები და გუნდს ახალი სიმაღლეების დაპყრობაში დავეხმარები.” – ციტირებს კოსტას სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117634