კალათბურთი

13:49 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიკაგო” ჰოიბერგს შეუთანხმდა

42 წლის ფრედ ჰოიბერგმა “ჩიკაგო ბულსთან” კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა და მისი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური წარდგენა, სავარაუდოდ, დღესვე მოხდება.

Yahoo! Sports-ის ცნობით, ხელშეკრულება ხუთ წელზეა გათვლილი, რომლის განმავლობაშიც ფრედი 25 მილიონ დოლარს მიიღებს.

ჰოიბერგი 2010 წლიდან მოყოლებული აიოვა სტეიტში მუშაობდა, ნბა-ში გატარებული 10 წლიდან კი 4 წლის განმავლობაში სწორედ “ჩიკაგოში” თამაშობდა.

0.113659