ფეხბურთი

20:42 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

საპატა: “მილანის” ფეხბურთელებს ინძაგისთან პრობლემები ჰქონდათ”

“მილანის” კოლუმბიელი ცენტრალური მცველი კრისტიან საპატა აღიარებს, რომ გასულ სეზონში, მას და მის თანაგუნდელებს მთავარ მწვრთნელთან, ფილიპო ინძაგისთან გარკვეული პრობლემები ჰქონდათ.

“არ ვიცი, რატომ ვატარებდი მოედანზე ასე ცოტა დროს. ტრავმის შემდეგ, მწვრთნელმა ჩემი შემადგენლობაში დაყენება თითქმის შეწყვიტა. ინძაგისთან იმაზე მეტი პრობლემები მქონდა, ვიდრე ვინმე სხვასთან. ძალიან გამიჭირდა. საბედნიეროდ, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ახლა მხოლოდ კოლუმბიის ნაკრებზე ვფიქრობ.

რთული სეზონი გამოვიდა. “მილანის” ფეხბურთელებს ინძაგისთან პრობლემები ჰქონდათ, რაც გუნდზეც აისახა. კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და ვნახოთ, რა მოხდება.” – განაცხადა 28 წლის ფეხბურთელმა.

“მილანმა”, სერია A-ს მიმდინარე გათამაშება მე-10 ადგილზე დაასრულა, საპატამ კი მონაწილეობა მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126868