ფეხბურთი

19:20 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერბატოვმა “მონაკო” დატოვა

გამოცდილი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი მომდევნო სეზონიდან “მონაკოში” აღარ ითამაშებს. აღნიშნული ცნობა “თავადების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

34 წლის ფორვარდს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება და მისი გაგრძელება აღარ მოხდება.

“მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის და მასზე ძალიან თბილად ისაუბრა.

“დიმიტარმა მთელი თავისი ნიჭი და დიდი პროფესიონალი აჩვენა ჩვენთან. ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემტევი, ვისაც “მონაკოში” უთამაშია. ჩვენ ვამაყობთ იმით, რაც მან მოუტანა კლუბს. მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში”, - ციტირებს ვასილიევის სიტყვებს “თავადების” ოფიციალური ვებგვერდი.

ბერბატოვი “მონაკოს” 2014 წლის ზამთარში შეუერთდა. ამ დროის განმალობაში 53 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.

ბულგარელის გარდა, კლუბს გამოცდილი ჰოლანდიელი მეკარე მარტინ სტეკელენბურგი დატოვებს, რომელიც განვლილ სეზონში იჯარით ირიცხებოდა “მონაკოში” და სათადარიგოთა კიპერის როლს ასრულებდა. ის ლონდონური “ფულჰემის” საკუთრებაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115382