ფეხბურთი

14:45 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო კოლუმბიას კოპა ამერიკაზე უკაპიტნებს

“მონაკოს” საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო 2015 წლის კოპა ამერიკის ტურნირზე კოლუმბიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ხოსე პეკერმანმა დაადასტურა.

“რადამელს ნდობას ბოლომდე ვუცხადებთ და მისგან მაქსიმუმს ველით”, – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

ფალკაომ გასული სეზონი იჯარის წესით “მანჩესტერ იუნაიტედში” გაატარა და პრემიერლიგის 26 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნულ ნაკრებში რადამელს 56 მატჩი ჩაუტარებია და თავი 24-ჯერ გამოიჩინა.

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების 23-კაციანი განაცხადი უკვე ცნობილია. კოპა ამერიკა თბილისის დროით 12 ივნისს გამთენიისას დაიწყება და 4 ივლისამდე გასტანს. კოლუმბია C ჯგუფშია და მეტოქეებად ბრაზილია, პერუ და ვენესუელა ეყოლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114996