ფეხბურთი

17:15 | 31.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოლუმბია კოპა ამერიკისთვის დაირაზმა

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა კოპა ამერიკის ტურნირისთვის საბოლოო 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში ტრავმის გამო ვერ მოხვდნენ ფრედი გუარინი, ედერ ალვარეს ბალანტა, ხუან ფერნანდო კინტერო და აბელ აგილარი. არგენტინელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, სამშობლოში დარჩენა მოუწევთ ანდრეს რენტერიას, ფრანცისკო მეცას და იოხამ მოხიკას.

2015 წლის კოპა ამერიკაზე კოლუმბია შემდეგი 23 ფეხბურთელით იასპარეზებს:

მეკარეები: დავიდ ოსპინა (“არსენალი”, ინგლისი), კამილო ვარგასი (“ატლეტიკო ნასიონალი”), კრისტიან ბონილია (“ლა ეკიდადი”).

მცველები: კამილო სუნიგა (“ნაპოლი”, იტალია), კრისტიან ზაპატა (“მილანი”, იტალია), სანტიაგო არიასი (პსვ, ჰოლანდია), პაბლო არმერო (“ფლამენგო”, ბრაზილია), პედრო ფრანკო (“ბეშიქთაში”, თურქეთი), კარლოს ვალდესი (“ნაციონალი”, ურუგვაი), დარვინ ანდრადე (“სტანდარტი”, ბელგია). ჯეისონ მურილიო (“გრანადა”, ესპანეთი).

ნახევარმცველები: ხამეს როდრიგესი (“რეალი”, ესპანეთი), ხუან კუადრადო (“ჩელსი”, ინგლისი), კარლოს სანჩესი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), ალექსანდერ მეხია, ედვინ კარდონა (ორივე “მონტერეი”, მექსიკა), ედვინ ვალენსია (“სანტოსი”, ბრაზილია).

თავდამსხმელები: რადამელ ფალკაო (“მონაკო”, საფრანგეთი), ტეოფილე გუტიერესი (“რივერ პლეიტი”, არგენტინა), ჯექსონ მარტინესი (“პორტუ”, პორტუგალია), კარლოას ბაკა (“სევილია”, ესპანეთი), ლუის ფერნანდო მურიელი (“სამპდორია”, იტალია), ვიქტორ იბარბო (“რომა”, იტალია).

კოლუმბიის ეროვნული ნაკრები კოპა ამერიკაზე ჩ ჯგუფში იასპარეზობს. პეკერმანის შეგირდები ურთიერთობას ბრაზილიასთან, პერუსა და ვენესუელასთან გაარკვევენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122519