კალათბურთი

12:56 | 31.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუ ორლანი” ჯენტრის ეპატიჟება, “ჩიკაგო” - ჰოიბერგს

“ნიუ ორლეან პელიკანსის” მთავარ მწვრთნელად ელვინ ჯენტრი დაინიშნება. ამის შესახებ განცხადება Yahoo! Sports-ის მიმომხილველმა ედრიან ვოინაროვსკიმ გააკეთა.

მხარეები 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომელიც 13.75 მილიონი დოლარის გადახდას ითვალისწინებს. 60 წლის ჯენტრის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში “მაიამიში”, “დეტროიტში”, “კლიპერსსა” და “ფინიქსში” უმუშავია.

მიმდინარე სეზონს ელვინი “გოლდენ სტეიტ უორიორსში” ატარებს და პლეი-ოფის დასრულებამდე, ამ გუნდში დარჩება.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ “ჩიკაგო ბულზი” ტომ ტიბოდოს დათხოვნის შემდეგ, მწვრთნელის პოსტზე ფრედ ჰოიბერგის მიწვევას აპირებს. მოსალოდნელია, რომ აიოვა სტეიტის ამჟამინდელი დამრიგებელი ჩიკაგოელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123454