ფეხბურთი

21:29 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონის” თბილისურ ბაზაზე მინდვრები დაიგო

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” თბილისის ბაზაზე, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარეობს, მოედნების მოწყობა დასრულდა. საქართველოს ორგზის ჩემპიონის დედაქალაქურ ბაზაზე მაღალი დონის გაზონია დაგებული.

“ჩვენი კლუბის თბილისის ბაზამ უმასპინძლა ორ კომპანიას: Hi-tech Irrigation Georgia"-ს და "Lawns Of Georgias". "Lawns Of Georgias" არის კომპანია, რომელიც ამზადებს მაღალი დონის მინდვრის საფარს. ჩვენი კლუბი ყოველთვის მაღალ მიზნებს ისახავს, ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას. მალე დამთავრდება თბილისი ბაზა და იმედია ყველაფერი კარგად იქნება” – აღნიშნა იმერული კლუბის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა TVS-თან საუბარში.

“ზესტაფონის” ხელმძღვანელობა ყოველთვის დიდ აქცენტს აკეთებდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. მათ სტადიონიზე წლების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მინდვრის საფარი იყო. ასევე მაღალი ხარისხის მინდვრის საფარია დაგებული კლუბის ზესტაფონურ ბაზაზე, რასაც თბილისური ბაზის მინდვრებიც დაემატა.

0.114994